რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

რა ხდებოდა დარბაზში, მაგდა პაპიძის განაჩენის გამოცხადების დროს - ფოტოები ბოლო პროცესიდან

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.

სასჯელის გამოცხადებამდე სასამართლოს მიმართეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ, ასევე მაგდა პაპიძის დედამთილმა დარეჯან მინდიკაურმა და თავად ბრალდებულმა:

"მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ბრალდებულის დედამთილმა დარეჯან მინდიკაურმა თავის სიტყვაში რძლისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა: "ადამიანი, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, საშიშია ყველასთვის. მარტო ჩემს ოჯახზე არაა საუბარი, ამიტომ ვითხოვ უვადო პატიმრობას", - განაცხადა მინდიკაურმა.

როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდებამ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა დანაშაულის სიმძიმიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე.

დაათვალიერეთ ფოტოები სასამართლოდან

"ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან", - აღნიშნა პროკურორმა.

როგორც პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიდან გამომდინარე, მან ვერ დაიცვა მაგდა პაპიძის ინეტერესები, თუმცა ითხოვდა, რომ ბარლდებულს სასჯელის მინიმალური ზომა განსაზღვროდა.

"მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მეც დედა ვარ და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას, რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, რომ მას შვილი არ მოუკლავს. სასამართლოს ვთხოვ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახასიათებდნენ მას როგორც დედას, რომელიც საკუთარ შვილს თავზე ევლებოდა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოტო: სულხან ნამიჭეიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ