უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"

უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"

უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყოს. ამის შესახებ ბექაურმა მაგდა პაპიძის დედასთან, ლია შამუგიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მაგდა პაპიძის საქმეში არსებობს ძალიან ბევრი დარღვევა. "უპირველეს ყოვლისა დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, შეილახა მისი ოჯახის უფლებები პროკურატურის მიერ. პროკურორებს გამოჰქონდათ დახურული სხდომიდან ინფორმაცია, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.

უფლებადამცველი ინტერესდება, რატომ არ აქვს საზოგადოებას ასეთივე მძაფრი რეაქცია იმ ფაქტებზე, როდესაც ქმრები საკუთარ ცოლებსა და შვილებს კლავენ. ოთარ ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები ირღვევა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო საზოგადოებას - მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით უნდა დაიწყოს აქციები. ასევე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გადახედეთ მაგდას საქმეს და გთხოვთ შეიწყალოთ ის", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ