დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლების ინფორმაციით, 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა.

ამის შესახებ ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ჟურნალისტებს განუცხადა.

"სოფელში გასვლისაც კი გვეშინია. პოლიცია რამდენიმე ადგილას მუშაობს. სავარაუდოდ, მკვლელი ამ სოფლიდან არის და როგორც ვიცით, ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ. ეძებენ დამნაშავეს", - აღნიშნა მან.

"რაც მოხდა საშინელებაა. მთელი სოფელი შეშინებულია. გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს. ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან", - განსცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მამი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს. დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ