შსს ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ადგილიდან ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

შსს ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ადგილიდან ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ადგილიდან ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი. როგორც ვაჩიანელები ჰყვებიან, ბრალდებული მათი თანასოფლელია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

ახალქალაქის რაიონში ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოკლულია 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

წაიკითხეთ: "ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

იხილეთ ვიდეო: საზარელი კადრები სასტიკი მკვლელობის ადგილიდან - შსს ოპერატიულ მასალას აქვეყნებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ