მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა

მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა

მოსკოვში "კრიმინალური ავტორიტეტი" ზაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

ე.წ კანონიერი ქურდი ზედმეტსახელად "შაქრო მალადოი" ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებმა 11 ივლისს დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საქმე ეხება 2015 წლის 14 დეკემბერს მოსკოვის რესტორან Elements-თან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ათამდე მამაკაცმა ქუჩაში სროლები მოაწყო. შედეგად, საავადმყოფოში 5 დაჭრილი გადაიყვანეს, მათგან ორი დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდა. მაშინ ცხელ კვალზე დააკავეს ე.წ "კრიმინალური ავტორიტეტი" ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალიელი", რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ზაქრო კალაშოვთან.

კალაშოვი რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. კალაშოვი რუსულ კრიმინალურ სამყაროში "ბოსების ბოსად" ითვლება. ლიდერის პოზიცია მან მას შემდეგ დაიკავა, რაც სნაიპერმა ასლან უსოიანი, ცნობილი დედ ჰასანი მოკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ