"გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

"გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა ბოლოდროინდელ მკვლელობათა შორის უსასტიკესია. კაჩოტიანების ოჯახში სიკვდილს მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრი გადაურჩა, რადგან რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში, დროებით სამუშაოზე იყო წასული. მოკლულია ოჯახის დანარჩენი წევრები - 37 წლის დიასახლისი, მისი 17 და 16 წლის გოგონები და 5 წლის ვაჟი...

სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ვაჩიანის მკვიდრი 24 წლის ნოდარ ა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის მკვლელობას გულისხმობს და 20 წლით ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელმა დანაშაული აღიარა, თუმცა სოფელს ეს არ აკმაყოფილებს, ისინი დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ, ამასთან, ირწმუნებიან, რომ მკვლელს თანამზრახველები ჰყავდა, რადგან 4 კაცის დახოცვას მარტო ვერ შეძლებდა.

სოფლის რწმუნებულს, ფიოდორ თოროსიანსაც ეეჭვება, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული მხოლოდ ერთი კაცის ჩადენილი იყოს.

- დედას და გოგონებს თავში არმატურა აქვთ ჩარტყმული და ამას ერთი კაცი როგორ მოახერხებდა?! ალბათ, სხვებიც ეხმარებოდნენ. ძალიან გვეცოდება ეს ოჯახი. ახალგაზრდები იყვნენ… გოგონები სკოლაში სწავლობდნენ, ბიჭი სულ პატარა იყო…

ადგილობრივების თქმით, ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, სოფელი დამნაშავის სასწრაფოდ დასჯას მოითხოვს! საქმე იქამდე მივიდა, რომ სპეცრაზმის გამოძახებაც კი გახდა საჭირო…

ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ დაკავებული ოჯახის წევრებს კარგად იცნობდა:

- დანაშაული გვიან ღამით მოხდა… სანამ დამნაშავეს დაიჭერდნენ, ყველა ამბობდა, რომ ეს იმის გაკეთებულია, ვინც ოჯახს კარგად იცნობდა და იცოდა, რომ ფული ჰქონდათო… განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ