ადვოკატი - სალომე ჩარკვიანი არის სამი შვილის დედა და არსად დამალვას არ აპირებდა

ადვოკატი - სალომე ჩარკვიანი არის სამი შვილის დედა და არსად დამალვას არ აპირებდა

სალომე ჩარკვიანის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ჩარკვიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმროების შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატის ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბერში სალომე ჩარკვიანი აღნიშნული გამოძიების საქმეზე დაიკითხა, აქედან გამომდინარე მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ვინაიდან 2014 წლიდან დღეის ჩათვლით ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"აუცილებლად გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სალომე ჩარკვიანი არის სამი შვილის დედა, მათ შორის 2 მცირეწლოვანის და ნამდვილად არსად დამალვას არ აპირებდა", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს 6 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდებობის წერილი და ასევე პატრიარქის შუამდგომლობა წარუდგინა, სადაც პატრიარქი საუბრობს, რომ ის სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, თუმცა სთხოვს, რომ 3 შვილის დედა ციხეში არ გაუშვან. თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ