ვახტანგ რჩეულიშვილი - დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, გამოუშვან სალომე ჩარკვიანი

ვახტანგ რჩეულიშვილი - დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, გამოუშვან სალომე ჩარკვიანი

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, გუკა რჩეულიშვილი იქამდე არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, სანამ მაია რჩეულიშვილი არ გამოვა. ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა გუკა რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების დადასტურების სხდომის დაწებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია.

"ეს არის გეგმაზომიერი ოპერაცია, რომელიც წინა არჩევნებზე განხორციელდა "დექსუსის" შემოგზავნით და ქონების ნაწილის მითვისებით. ახლა კი ამ გზით უნდათ მეორე ნაწილის მითვისება. მე რომ დღეს დავაყენო მოთხოვნა, რომ გუკა გამოუშვან, გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ გამოვა. არც გუკა გამოვა მაიას გარეშე და არც მაია გუკას გარეშე", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

იგი მოითხოვს, რომ საპატიმრო დაწესებულება ერთ-ერთ ბრალდებულს სალომე ჩარკვიანს დაატოვებინონ, რადგან ის უდანაშაულოა.

"დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, რომ სალომე გამოუშვან, რადგან რეალურად სალომეთი აიძულეს მაია, რომ ეთქვა ყველა ფინანსურ საკითხზე ისაა პასუხისმგებელი. სალომე აშკარად უდანაშაულოა. გამოუშვან ის და ეს საქმე დაენგრევათ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ