პროკურორები გუკა რჩეულიშვილისთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვენ

პროკურორები გუკა რჩეულიშვილისთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვენ

პროკურორები გუკა რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვენ.

პროკურორებმა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით უკვე მიმართეს. მათ განმარტეს, თუ რაში ედება ბრალი გუკა რჩეულიშვილს და აღნიშნეს, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას.

"სახეზეა არა დასაბუთებული ვარაუდი, არამედ ფაქტები იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი არ დაემორჩილება სასამართლოს და ეცდება მიმალვას. ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გურამ რჩეულიშვილი თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენს ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე. ექნება მცდელობა მტკიცებულებების განადგურების და გააგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებას. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს", - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ სასამართლო პროცესზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ