რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე

რა განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა პროცესზე

გუკა რჩეულიშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ შეიცვალა პროკურატურის განწყობები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მას ბრალი აქვს წაყენებული. როგორც რჩეულიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაახლოებით 8 თვის წინ, როდესაც ის აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა, პროკურატურაში იყო განწყობა, რომ მათ იცოდნენ თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელთა გაფლანგვასაც გამოძიება ედავება.

"როდესაც პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, სხვანაირი განწყობა ჰქონდათ, რომ იცოდნენ სად წავიდა და როგორ დაიხარჯა ეს თანხები. ასეთი რამ დაფიქსირდა პროკურორის მიერ. დღეს კი რატომღაც შეიცალა ეს განწყობა, არ ვიცი. მე ვაღიარებ, რომ ჩემი ხელმოწერები არის ამ დოკუმენტებზე და ეს დაკითხვის დროსაც ვთქვი, მაგრამ არ ვაღიარებ ბრალს", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ჩაბარებისას მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის აღმოჩენას, რაც პროკურორმა იმის არგუმენტად მოიყვანა, რომ გუკა რჩეულიშვილი დააკავეს, რჩეულიშვილმა განმარტა, რომ სამი აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ამერიკაში შეიძინა და სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანისას პრეპარატები თავად აჩვენა მათ.

აღკვეთის ღონისძიების დადასტურების პროცესზე გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა კი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 10 ათასი ლარის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა სასამართლოს ასევე დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევისა და „ცენტრ პოინტში“ უფლებამოსილების განხორციელების შეზღუდვის ღონისძიებების გატარება შესთავაზა.

საქმის მოსამართლე ამ დროისთვის სათათბიროდაა გასული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ