სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი ახალი გარემოება იმისთვის, რათა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეცვლილიყო.

"დაცვის მხარე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელზეც საუბრობდა 2016 წლის 12 ივლისის პროცესზე, როცა "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა", - განაცხადა მოსამართლემ.

როგორც მან განმარტა, ბრალდებულებს, კერძოდ კი გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ იმ გარემოების გამო არ შეფარდვია, რომ ის გამოძიებას ემალებოდა, არამედ, იყო სხვა გარემოებებიც, რაც აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ