კობა დავითაშვილი - ჩემი ცემის საქმეზე ადეიშვილი შუალედური რგოლია, გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერაა მიღებული

კობა დავითაშვილი - ჩემი ცემის საქმეზე ადეიშვილი შუალედური რგოლია, გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერაა მიღებული

პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, მისი ცემის საქმის გამოძიების მსვლელობით კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან საქმის ძიება საკმაოდ გაჭიანურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავითაშვილმა განუცხადა, ძიება აქტიურად 2016 წლის გაზაფხულზე განახლდა და ამ პერიოდში მას ჰქონდა პროკურატურასთან კომუნიკაცია.

კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ცემის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული ზურაბ ადეშვილი "შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერაა მიღებული".

"კმაყოფილება გამოძიების მსვლელობის მიმართ არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან გაჭიანურდა საქმე. ძნელია იყო კმაყოფილი იმის გამო, რომ საქმე ასე გვიან გაიხსნა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რაც შეეხება იმას, რომ ადეიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მაინც მგონია, რომ ადეიშვილი შუალედური რგოლია და გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ამიტომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ ვერ დადგება ალბათ, სანამ ადეიშვილს არ დააკავებენ და არ დაკითხავენ. მე ასე მგონია, რომ ადეიშვილის საშუალებით გავლენ სააკაშვილზე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ