ავარია გლდანში, დაშავებულია სამი ადამიანი - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ავარია გლდანში, დაშავებულია სამი ადამიანი - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ