"ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული... იმ სადისტს კახასთვის ყურებიც დაუთლია" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

"ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული... იმ სადისტს კახასთვის ყურებიც დაუთლია" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სამართალდამცველთა ცნობით, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ხაიშის მკვიდრმა 42 წლის ზური სუბელიანმა­ თანასოფლელი კახა პაკელ­იანი ჯერ ოჯახში­ დაპატიჟა, შემდეგ კი მოკლა - 50 წლის მამაკაცს ჯოხით და ჯაჭვით სცემა და ყურ­ები დაათალა. მერე კი მეუღლესაც ასე გაუსწორდა. დარეჯან კუპრავა კლინიკაში მკურნალობს...

გულიკო პაკელიანი, გარდაცვლილის მამიდა: - გავრცელდა ინფორმაცია, თით­ქოს­­ ზურიმ კახა ეჭვიანობის საფუძველზე მოკლა, რაც აბსურდია. ჩემი ძმისშვილის მექალთანეობაზე არავის არაფ­ერი სმენია. კახა 20 წელია, ხაიშში ცხოვრობს და მასზე აუგის მთქმელი კაცი არ გვინახავს. პათოლოგმა სუბელიანმა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს უდანაშაულო კაცი, რომელსაც 5 შვილი დარჩა ობლად.

იმ საბედისწერო დღეს, დღის 12 საათზე,­ კახა თავის ნაბოლარა შვილთან ერთად სათიბიდან ბრუნდებოდა. გზად ნასვამი ზური შეხვედრია და შეუთავაზებია, ჩემთან წავიდეთ, დავლიოთო. კახას ბავშვი­ შინ გაუშვია,­ არაყი უყიდიათ და ზურისთან­ წასულან. როგორც დარეჯანი ჰყვება, მათ­თან ერთად­ ყოფილა ოლეგი, მათივე­ თანასოფლელი. ცოტა ხნის შემდეგ ზურიმ ოლეგი გააცილა და შემობ­რუნდა თუ არა, მთვრალს რაღაც მოელანდა და ცოლისთვის უკითხავს კახაზე, აქ რა უნდაო. დარეჯანს

უპასუხია, შენ არ მოიყვ­ანეო? ზურის ცემა დაუწყია.

კახა მათ გასაშველე­ბლად შუაში­ ჩამდგარა. ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული - ჯოხით და ჯაჭვითაა ნაცემი. ზურგი და მკლავები დასისხლიანებული და დასერილი, ნეკნები კი ჩალეწილი აქვს. იმ სადისტს კახასთვის ყურებიც დაუთლია... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ