აღსრულების ბიუროში მომხდარ სროლაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია

აღსრულების ბიუროში მომხდარ სროლაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია

18 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაში ერთ-ერთი მონაწილე პირი დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დაკავებული მიხეილ ვ. სროლის დროს მძიმედ დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილის თანმხლები პირი იყო. ეს უკანასკნელი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიხეილ ვ-ს მიერ დაჭრილი ავთანდილ ანთაძე კი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. როგორც ცნობილია, სროლაში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ა.-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ნაცნობი - 1972 წელს დაბადებული არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ