მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

მეუღლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში.

როგორც AMBEBI.GE-ს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ალ.წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.

პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ