თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

თქვენი შვილი "მორგშია" და თუ არ წაიყვანთ, ხრამში გადავაგდებთო - სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედის დაკითხვის დეტალები

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერასა" და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას აქვთ წაყენებული, სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა გორგაძის დედა ნარგიზი გორგაძე იკითხება.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ გაიხსენა, რისთვის იყო წამოსული თბილისში შოთა გორგაძე. როგორც ნარგიზი გორგაძემ აღნიშნა, მისი შვილი თბილისში წალკაში, ნათლობაში წასვლის მიზნით წამოვიდა. მოწმის თქმით, შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზორიდან შეიტყო.

"შვილმა ნახა ტელევიზორში, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შოთას მეგობარი მარადი იყო გარდაცვლილი. ვცადეთ მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე წავედი და მეც ვუყურე ტელევიზორში კადრებს. დავინახე ბავშვები დავარდნილები, სისხლში ცურავდნენ. დავიწყეთ ისევ მარადისთან დაკავშირება. ვიღაცამ გვიპასუხა ტელეფონზე და მითხრა - თქვენი შვილი აღარ არისო, "მორგშია" და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო", - განაცხადა ნარგიზი გორგოძემ.

მოწმის თქმით, მის შვილს და მის მეგობრებს კრიმინალთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ და არც არავითარი იარაღი არ ჰქონდათ. "თუ იარაღი ჰქონდათ, რატომ არ მოვიდნენ და არ გაჩხრიკეს სახლი? თუ დანაშაულის ჩადენა უნდოდა, რატომ არ დაიჭირეს? რატომ მოკლეს? დაეჭირათ და ჩაესვათ ციხეში, ვნახავდი მაინც იქ. უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილეს, ეს სამართალია? 11 წელია ასე ვტირი. შვილიშვილი დამიტოვეს, ჩვილი", - აღნიშნა დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

მისივე განცხადებით, შოთა გორგოძის ძმა გია გორგაძე, რომელიც იმ დროს ციხეში იჯდა, აწამეს იმისთვის, რომ ეთქვა, როგორ აპირებდნენ მისი ძმა და მეგობრები ციხის აღებას და პატიმრების გაქცევის ორგანიზებას.

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა