თბილისში შუა ხნის მამაკაცის მიერ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოვლინდა

თბილისში შუა ხნის მამაკაცის მიერ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ქმედებაში ბრალდებული შუა ხნის მამაკაცია, თუმცა ბავშვის გაუპატიურება არ მომხდარა.

"ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. დანიშნულია ექსპერტიზა", - აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულს, ოფიციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, შუა ხნის მამაკაცმა გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. შესაბამისად, ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ