თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა მარმარისში მოხდა. საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, თურქეთში საქართველოს კონსული მარმარისში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.

იხილეთ ვიდეო: თურქი პოლიციელები დაკავებულ ქართველებს ფიზიკურად უსწორდებიან - რა კადრებს ავრცელებს თურქული მედია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ