არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა. შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

ბექა წივწივაძე, რომელიც მოდელისა და ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის მეუღლეა, ჩინეთში საქართველოს B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ამას მისი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ფოტოები და სტატუსებიც მოწმობს. საკალათბურთო ნაკრები საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ამჯერად კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სლოვენიაში არ იმყოფება.

ფაქტის გადასამოწმებლად მანიკა ასათიანს დავუკავშირდით. კალათბურთელის მეუღლის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მეუღლე სლოვენიაში ტრავმის გამო ვერ წავიდა:

"მეც გავიგე ეს ამბავი და არ არის მართალი. ბექა არ დაუკავებიათ სამართალდამცველებს. ახლა ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ მოახერხა ნაკრებთან ერთად გამგზავრება" - აღნიშნა AMBEBi.GE-სთან საუბრისას მანიკა ასათიანმა.

ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ