გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს. ყველა ეს ინფორმაცია დაკავშირებულია მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან, მაგრამ მთავარი ამოცანა დღევანდელი საჯარო განცხადებისა არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს, რათა სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე", - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან არ დააკონკრეტა, რომელ საქმეებთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ