თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ქართველი სავარაუდოდ საქართველოს მიერ ძებნილია

თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ქართველი სავარაუდოდ საქართველოს მიერ ძებნილია

არსებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ მარმარისში, პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველიდან ერთ-ერთი პირი, საქართველოში დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება.

ქართველები ამ დროსთვის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის არიან დაკავებულები. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბოროტმოქმედებმა პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს, რის შემდეგად მას მანქანითაც გადაუარეს.

როგორც მედია იუწყება, პოლიციელმა დამნაშავეებს ავტომანქანის გაძარცვის მცდელობისას შეუსწრო და დანაშაულის აღკვეთა სცადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ 5 ქართველი პოლიციელის მკვლელობისთვისაა დაკავებული, თუმცა მათი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

"რა ინფორმაციაც ამ დროისთვის არის შესული საკონსულოში, არის ის, რომ დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, რაც თურქულ მედიაში პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება, მათ ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ. ამჟამად ჩვენი კონსული მიემგზავრება მარმარისში, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. რამდენადაც ვიცით, ამჟამად დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ