მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, "მისთვის სასურველ დროს" უწყებაში გამოცხადდეს

მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, "მისთვის სასურველ დროს" უწყებაში გამოცხადდეს

მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს "მისთვის სასურველ დროს" პროკურატურაში იბარებს.

პაპუაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

"2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ