უახლესი ინფორმაცია თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ

უახლესი ინფორმაცია თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის ძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ