ოდესაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "წრუწი" დააკავეს

 ოდესაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "წრუწი" დააკავეს

უკრაინული მედია 44 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის თეიმურაზ ჩხეტიანის, მეტსახელად "წრუწის" საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუწყება. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელ ხატია დეკანოიძეზე დაყრდნობით აცხადებს.

მისი თქმით, 23 ივლისს ოდესის ოლქში დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს, ადრე ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული "კანონიერი ქურდი" თეიმურაზ ჩხეტიანი მეტსახელად "წრუწი".

იხილეთ დაკავების კადრები

დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დაკავების ფაქტზე ინფორმირებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ