მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები

მართვის მოწმობის გამოცდა რთულდება - რას ითვალისწინებს და როდიდან შევა ძალაში ცვლილებები

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.

"ვფიქრობთ 2017 წლის მეორე ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. ორი-სამი ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტი არის ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდის ქალაქის პირობებში გადმოტანის შემთხვევაში, გარკვეული ქუჩები შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს, რაც ძალიან ძვირი პროექტია.

"არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

წაიკითხეთ ვრცელი ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ