რა მოხდა ბურჭულაძის პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის - შსს დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს

რა მოხდა ბურჭულაძის პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის - შსს დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც სამართალდამცველების სამხრე კამერით არის გადაღებული.

როგორც ცნობილია, პოლიციამ პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი წუხელ ღამით დააკავა.  შემთხვევა თბილისში, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თემქის ოფისთან მოხდა.

"სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამუკა გოგლიძის თქმით, დაკავებულები სწორედ პარტიის თემქის ორგანიზაციის წევრები არიან.

"როგორც თანამშრომლები აცხადებენ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მათზე დაკვირვება და თვალთვალი. ღამით, როდესაც თანამშრომლები ოფისს ტოვებდნენ, სამართალდამცველებმა მათი მანქანების გაჩერება და ჩხრეკა დაიწყეს. ერთ-ერთ მანქანაში მჯდომმა პირმა ეს ყველაფერი ხმამაღლა გააპროტესტა, რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, გადმოსულიყო მანქანიდან, რის შემდეგაც ისიც და მასთან დასახმარებლად მისული მეორე პიროვნებაც დააკავეს", - აღნიშნავენ პარტიაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ