დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მას ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 15 წელი ეძებდნენ

დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მას ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 15 წელი ეძებდნენ

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ის 15 წელია ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული.

დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა რუსული მედია იტყობინება, რომ საუბარია 58 წლის მამაკაცზე, რომელიც სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა დომოდედოვოს აეროპორტში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დააკავეს.

რუსული მხარის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 1991 წელს ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.

მიმდინარეობს საკითხის განხილვა დაკავებულის ქართული მხარისთვის გადაცემის შესახებ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ