პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული

პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული

დღეს მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში დაბარების უწყება მის კოლეგებთანაც გაიგზავნა.

"ვკითხე იმ პროკურორს, ვინც უწყება მომიტანა, ჩემს კოლეგებსაც თუ იბარებდნენ და მითხრა, რომ ყველა სხვა მოსამართლესთანაცგაგზავნილია უწყებები პროკურატურაში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. მკითხეს, დღეს თუ შემეძლო მივსულიყავი, მაგრამ დაკავებული ვარ და ზეგამდე ვერ მივალ", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მოსამართლის თქმით, კოლეგებთან კონტაქტი არ ჰქონია და არ იცის, აპირებენ თუ არა ისინი პროკურატურაში მისვლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეა დაბარებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცხრა მოსამართლე ჰყავს, მათ შორის გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და პლენუმის თავმჯდომარეა. მთავარ პროკურატურაში ხვალ, 13:00 საათზეა დაბარებული უშუალოდ პაპუაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ