არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია

ფონიჭალაში, 2016 წლის 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე დაგეგმილი ბრიფინგი სწორედ აღნიშნული საქმის გახსნას უკავშირდება. თავად უწყებაში ბრიფინგის თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

წაიკითხეთ სტატია არქივიდან: ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საზარელი მკვლელობის ახალი ვერსია: "ქალის ხელი ურევია, რადგან ნონა ძალიან ნაწვალებია..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ