ბათუმში მესამე დღეა დაკარგულ 19 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში მესამე დღეა დაკარგულ 19 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში მესამე დღეა დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

19 წლის დათა მღებრიშვილი მეგობრებმა ბოლოს 24 ივლისის ღამით ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

დაკარგული ბიჭი მომღერალ ლიზა ყენიას მეგობარია. ყენია ინსტაგრამის პირად გვერდზე მის მოძებნაში დახმარებას ითხოვს, მან მეგობრისადმი ვიდეომიმართვაც გაავრცელა:

"გთხოვთ, მეგობრებო, გაავრცელოთ ეს ფოტო ყველგან. მთელი დღეა ვეძებთ, გთხოვთ, დამეხმაროთ. დათა მღებრიშვილი. მობილური სხვას მისცა და არ გამოდის კონტაქტზე. ახლობლებს მესიჯი მიწერა და დაემშვიდობა, ბათუმშია... დათა თუ ნახავ, გევედრები, გეჩოქები, დაბრუნდი..." - წერს ლიზა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ