დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია - ვინ არის ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული

დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია - ვინ არის ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

იხილეთ ვიდეო| ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელმაც ფონიჭალაში დედა-შვილი სასტიკად მოკლა - შსს ვიდეომასალას ავრცელებს

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ. მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. იარაღზე და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა", - განაცხადა პერტაიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულს გარდაცვლილებთან და ასევე არ სახელდება დანაშაულის ჩადენის მოტივი.

სასტიკი მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში, 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

რა გახდა ფონიჭალელი დედა-შვილის მკვლელობის მიზეზი - ახლობლები მკვლელის ვინაობას ასახელებენ

"ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ