პრეზიდენტის სიძემ მთავარი პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა

პრეზიდენტის სიძემ მთავარი პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა

პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გოგოჭური პროკურატურაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მან საგამოძიებო ორგანო უკომენტაროდ დატოვა.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით კი, პოლიციელთა მხრიდან გოგოჭურის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს. მისივე განცხადებით, მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

"სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს. 2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მას შეზღუდული ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იყო დაკავებული. დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება და განმარტება იმის თაობაზე, რომ მას აქვს დუმილის გამოყენების უფლება. შედგენილი უნდა ყოფილიყო დაკავების ოქმი. არც ერთი ეს მოქმედება არ იყო შესრულებული. ეს არის უხეში დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. სამართალდამცავებმა, რომლებმაც გოგოჭური დააკავეს, კარგად იცოდნენ, რომ ის იყო პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირში. ასევე დაფიქსირდა საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულებელყოფა. როდესაც დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი, უთხრეს, რომ თავი ევროპაში ხომ არ ეგონა, რაც ამავდროულად არის ძალიან დიდი დარღვევა და იწვევს ბევრ საფუძვლიან ეჭვს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ