პრეზიდენტის სიძის მეგობრებმა პროკურატურა დატოვეს - ადვოკატის კომენტარი

პრეზიდენტის სიძის მეგობრებმა პროკურატურა დატოვეს - ადვოკატის კომენტარი

სამართალდამცველები დაინტერესებულები იყვნენ მხოლოდ მინდია გოგოჭურით და ამის შესახებ, როგორც თავად გოგოჭურს, ასევე მიხეილ თათარიშვილსა და კაჭარავასაც უთხრეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში თათარიშვილი გამოკითხეს, თუმცა პროკურატურაში თორნიკე კაჭარავაც იმყოფებოდა.

"ისინი დაინტერესებულნი იყვნენ მხოლოდ მინდია გოგოჭურით. სამივე ამ ადამიანს უთხრეს, რომ დაინტერესება იყო მხოლოდ მის მიმართ, თუმცა ეს პიროვნებები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები, დაერღვათ საპროცესო უფლებები. ამავე დროს შედგენილია გადაუდებელი ჩხრეკის სამი დადგენილება, თუმცა ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ გოგოჭურის სახლში, ხოლო თათარიშვილისა და კაჭარავას სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა. მხოლოდ მინდია გოგოჭურის მიმართ იყო აქცენტი, დანარჩენი ორი ადამიანის მიმართ კი ოპერატიული ინფორმაციაც კი არ არსებობდა. ამასთან, სამივე ადამიანი ამბობს, რომ ჩხრეკის შესახებ დადგენილება გადაეცათ არა ჩხრეკის დაწყებამდე, არამედ მისი დამთავრების შემდეგ", - განაცხადა ბარათაშვილმა.

თათრიშვილმა და კაჭარავამ პროკურატურა ერთად დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ