მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდფომარის გიორგი პაპუაშვილისა და საქართველს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე , საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში შედგა შეხვედრა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შორის. გიორგი პაპუაშვილმა მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, თავის მხრივ ირაკლი შოთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ",- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ