აფეთქებაზე მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს

აფეთქებაზე მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს

თბილისში აფეთქებაზე მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს

"ხვალ, 12:30 საათზე, თბილისში ფეიერვერკი", - ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი რომელმაც აფეთქების ფოტო ამ ტექსტით გამოაქვეყნა, დაკავებულია. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, სოფელ დუისში მცხოვრები 23 წლის ვ. ხ. დაახლოებით 2 საათის წინ, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფეისბუქში მუქარის შემცველი ტექსტისა და ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიებას კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.

პოსტი თბილისში შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით ვ.ხ-მ გუშინ, საღამოს გამოაქვეყნა. მუქარის შემცველი პოსტი ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვ. ხ-ს ატვირთული აქვს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის ორი ფოტო და ფეისბუქზე 37 მეგობარი ჰყავს, რომელთაგან რამდენიმეს მთავარ ფოტოდ "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აქვს დაყენებული.

ick.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ