გლდანში 30 წლის მამაკაცი მოკლეს

გლდანში 30 წლის მამაკაცი მოკლეს

გლდანში 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს თავისა და ხელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში ცეკვავდა, სახლში სავარაუდოდ ფორმის ასაღებად მივიდა და სწორედ ამ დროს მოკლეს.

ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით კი, მკვლელი სამხედრო ფორმით იყო, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ