ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელის მკვლელი დაკავებულია

ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელის მკვლელი დაკავებულია

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელის მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დამატებით დეტალებს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი, 30 წლის ვანო წიკლაური სარეპეტიციო დარბაზში დაახლოებით 14:00 საათზე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

იხილეთ ასევე: "სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს..." - ვინ არის გლდანში მოკლული 30 წლის მამაკაცი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ