სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის მკვლელობის მოტივს ასახელებენ

სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის მკვლელობის მოტივს ასახელებენ

სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოდებაძეს ახლად ჩაყრილი ვაზი ჰქონდა გაშენებული, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქონელი უზიანებდა. აკურელების თქმით, მოდებაძემ მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა და მათ შორის შელაპარაკება დღესაც სწორედ ამ თემაზე მოხდა.

კამათის შემდეგ ეჭვმიტანილმა სანადირო თოფი მოიტანა და მოდებაძის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.

"ის დაქირავებული მწყემსია, მეტი შეგნება არ აქვს. რაც შეგნება ჰქონდა, ის გააკეთა. ნოდარი ადგილზევე გარდაცვლილა. საფანტის ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ესიტაშვილმა.

ნოდარ მოდებაძე დღეს საღამოს მოკლეს. "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით მოხდა. უწყების ინფორმაციით, დადგენილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა. ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა. მოდებაძე თამაზ მეგრელიშვილთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი.

იხილეთ ვიდეო: "მწყემსს ზედ მიატანა... და იმან 2-ჯერ ესროლა" - რას ჰყვებიან თელაველები ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ