ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის მამაკაცი დააკავეს

ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნოდარ მოდებაძეს და მიიმალა. მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა.

დაჭრილი მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

ყოფილი დეპუტატი ნოდარ მოდებაძე 8 აგვისტოს სოფელ საკურაში მოკლეს. მოსახლეობის ინფორმაციით, მოდებაძე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწყემსმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ