თბილისში მამაკაცმა საკუთარი დედა მოკლა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

თბილისში მამაკაცმა საკუთარი დედა მოკლა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

თბილისში 55 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღოონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - 1933 წელს დაბადებულ ც.მ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ