თელავში პატრულებმა არხში ჩავარდნილი და-ძმა გადაარჩინეს

თელავში პატრულებმა არხში ჩავარდნილი და-ძმა გადაარჩინეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებს, გიორგი რომანიშვილს და ბესიკ გულოშვილს მოქალაქემ შეატყობინა, რომ თელავში, სარწყავ არხში მცირეწლოვანი და-ძმა ჩავარდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ, სარწყავი არხის გვირაბში, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად, ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს.

რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე შსს-ს მაშველებიც მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს. ამ დროისთვის ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ