მაშველებმა სარფის სანაპიროზე შტორმის დროს 16 ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა სარფის სანაპიროზე შტორმის დროს 16 ადამიანი გადაარჩინეს

აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დღეს 4-დან 4,5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა.

ბათუმში დილიდან ძლიერი წვიმაა, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ჭაობის დასახლების ზოგიერთი ქუჩა და ცენტრალური ქუჩების ნაწილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში, ძლიერი, უხვის ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შემოსულ 60-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს მყისიერი რეაგირება.

მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს, შსს-ს მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ