სამტრედიის გზაზე ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

სამტრედიის გზაზე ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

სამტრედიის გზაზე, სოფელ დაფნართან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სამტრედიის გზაზე, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილები არიან ჯგუფ "არგოს" მომღერალი შალვა კაცაძე და მისი 16 წლის ბიძაშვილი გიგი კაცაძე. დაღუპულია მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი ახალგაზრდა.

შემზარავი ავარიის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს ინტერნეტმომხმარებელი გიორგი კახიძე:

"ნახევარი საათის უკან დამირეკა მამაომ და უსაშინლესი ამბავი შემატყობინა!!!!! ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი, მამაოს ყოფილი მოსწავლისა და უახლოესი მეგობრის - ვლადიმერ კაცაძის უფროსი ვაჟი, გიგი კაცაძე (15-16 წლის ბავშვი!) საშინელ ავტოკატასტროფაში დაღუპულა 2 თავის მეგობარ ბიჭთან ერთად! ტრაილერს შეჯახებიან და მთლად აზელილები ძლივს ამოუცნიათ მაშველებს... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ