მაია და გუკა რჩეულიშვილები შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

 მაია და გუკა რჩეულიშვილები შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილისა და აჭარის საინცესტიციო პროექტების ხელმძღვანელის ირაკლი მინდელის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაია და გურამ რჩეულიშვილების ადვოკატმა განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლებს, რომ ბრალდებულებს აღვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფისთვის საჭირო გარემოებები არ შეცვლილა, თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლეს ალტერნატივის სახით გირაოს მაინც შესთავაზებს. კონკრეტულ თანხას ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს.

კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ყოველ ორ თვეში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონიძიებას გადახედოს და თუ რაიმე გარემოებები შეიცვალა, ბრალდებულს უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ