გორთან მომხდარ ავარიას ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

 გორთან მომხდარ ავარიას ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ე.წ. ცხინვალის ხიდებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მობილიზებუბული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ