ვინ არის პატრული, რომელიც ტერაქტის მომზადების საქმეზე დააკავეს და რა ფოტოებს ავრცელებდა ფეისბუქის გვერდზე

ვინ არის პატრული, რომელიც ტერაქტის მომზადების საქმეზე დააკავეს და რა ფოტოებს ავრცელებდა ფეისბუქის გვერდზე

სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის კი ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული სამართალდამცველი ლევან მ -ა.

"ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქეა დაკავებული, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ" - აცხადებენ სუს-ში.

იხილეთ ვიდეო| ვინ არის ტერაქტის საქმეზე დაჭერილი პატრული - ვიდეომასალა დაკავებულის პირადი არქივიდან

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პატრული ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. მისი ფეისბუქის გვერდზე პატრულის ფორმაში გადაღებული ფოტოებიცაა განთავსებული.

პატრული, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტული აქტის მომზადებაში ეხმარებოდა საქართველოს 5 მოქალაქეს, სოციალურ ქსელში "პატრიოტული" პოსტებით გამოირჩევა: ქართველი ემიგრანტის ლექსები სამშობლოზე, აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მოგონება, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, მიხა ხელაშვილის საფლავზე წარმოთქმული ლექსი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ფოტოები და ა.შ...

"აფხაზებმა თავიანთ თავს თვითონ გამოუტანეს განაჩენი და იგივე მოელის სხვასაც, ვისაც ერთიან ქართულ სივრცეში არ სურს ყოფნა..." - წერს ლევან მ. ერთ-ერთ პოსტში. პატრულის პოსტებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ ის ერთიანი კავკასიის იდეითაა მოხიბლული - "დიდება კავკასიას", წერს ის რამდენიმე პოსტში.

ფოტოები აღებულია დაკავებული პატრულის ფეისბუქის გვერდიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ