ენათესავება თუ არა ტერაქტის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ლევან იზორიას? - რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

ენათესავება თუ არა ტერაქტის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ლევან იზორიას? - რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია, თავდაცვის სამინისტრო "დეზინფორმაციას" უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დაკავებულ თანამშრომელსა და ლევან იზორიას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს და აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდონ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიმართულია თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისკენ.

"ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავია, არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია. ლევან მ.-ს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან. ამასთან, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიმართულია ლევან იზორიას დისკრედიტაციისკენ, რაც სამწუხარო ფაქტია", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მ.-ა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ