ე.წ. ტერაქტის საქმის პროკურორი: "ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ"

ე.წ. ტერაქტის საქმის პროკურორი: "ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ"

ტერორისტული აქტის საქმის პროკურორის გიორგი დავითაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ.

როგორც პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ ისინი გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებენ.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერებიც, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს თანხას სთავაზობდნენ. პროკურორი ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. პროცესს 6 ბრალდებული ესწრება, მეშვიდე - ბექა ბექაური კი, ახლობლების ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი, საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ