სუს-ი - დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო

სუს-ი - დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას სცემეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო. "დაკითხვის დროს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განმარტეს უწყებაში.

ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის დეიდის მტკიცებით, მისი დის შვილი სასტიკად ნაცემი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მან სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ